დღეს შევავსე შემდეგი სამუშაო ველი: 1. საავტორო უფლებების ფოლდერში განვათავსე word-ის ფაილი შემდეგი სახელწოდებებით: ა) გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი -MLA ფორმატი ბ) გამოყენებული ლიტერატურა(მარტივი ფორმატი). 2. ფოლდერში, სახელწოდებით "სურათები-აუდიო-ვიდეო" ავტვირთე პროექტის შინაარსის შესაბამისი სურათები 3. შევქმენი ბუკლეტი.
პროექტის ფარგლებში შევავსე რამდენიმე ელექტრონული ველი: 1. შეფასების გეგმა: ა) შეფასების დროის ჩარჩო ( შეფასების სტრატეგიები); ბ) პროექტის მსვლელობის ეტაპები;( პროექტის დასაწყისში, პროექტის მსვლელობისას, პროექტის დასრულების შემდეგ) გ) შეფასების მეთოდები; დ) შეფასების საშუალება (ინსტრუმენტები) 2. შეფასების მოკლე მონახაზი. 3. სხვა საკითხები: ა) წინარე ცოდნა. 4. სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები: ა) აპარატურული უზრუნველყოფა; ბ) პროგრამული უზრუნველყოფა; გ) ბეჭდური მასალები; დ) ინვენტარი/მასალები; ე) ინტერნეტრესურსები; ვ) სხვა რესურსები.
პროექტის ფარგლებში, დღეს შევავსე სასწავლო გეგმის შაბლონის დიფერენცირებული სწავლების ველი, რომელიც მოიცავდა შემდეგ ჩამონათვალს: 1.სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები, 2.არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური), 3. ნიჭიერი მოსწავლეები.
დღეს შევავსეთ პროექტის გეგმის შაბლონის რამდენიმე ველი, კერძოდ: ა) პროექტის შინაარსი, ბ) პროექტის ფარგლებში გამოყენებული საგნების, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტები სათანადო ინდიკატორების თანხლებით. გ) 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევები, დ) შევქმენით ბლოგი.